ევროვიზია 2026-ზე საქართველოს სახელით „ბზიკები“ წარდგებიან.
საქართველოდან წასვლამდე, 26 აპრილს, 14:00 საათზე თბილისი მოლი ევროვიზიის კონკურსანტებს უმასპინძლებს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში „პირველი არხი“ ავრცელებს:
„ერთად გავაცილოთ „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ზე.
26 აპრილს, 14:00 საათზე „თბილისი მოლი“ ევროვიზიის კონკურსანტებს უმასპინძლებს.
„ბზიკები“ სტუმრებისთვის მათ საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ.
დასწრება თავისუფალია“, - წერს „პირველი არხი“.
ცნობისთვის, გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის სიმღერით საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებულები, 2008 წელს გახდნენ.
დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი სცენაზე, საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ისევ გამოჩნდა და დიდი ოვაციები დაიმსახურა.
ევროვიზია 2026 ვენაში მაისში გაიმართება. „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს იმღერებენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება