ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე თავის პოდკასტში პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული დიაგნოზი 100 ქალში ერთს აქვს.
როგორც თავად აღნიშნავს, იმ ქალებს, რომლებსაც PMDD აწუხებს, სუიციდური ფიქრები და მცდელობები გაორმაგებული აქვს და დიდი რისკის ქვეშ არიან:
„ძალიან ხშირად ზოგიერთი ქალისთვის და ეს ყველასთან არ ხდება, ეს მხოლოდ PMS აღარ არის, ეს უკვე სასიცოცხლო საკითხად იქცევა. ეს არის PMS-ის ძალიან მძიმე ფორმა, რომელსაც პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) ჰქვია. ეს ოფიციალური დიაგნოზია. ეს აღარ არის უბრალო გაღიზიანება, არამედ ღრმა დეპრესიული განწყობა, ძლიერი შფოთვა, უიმედობა, ბრაზი და ძალიან დიდი აგრესია ჩნდება ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ეს თითქმის ყოველთვე ბრუნდება და მენსტრუაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ ზოგს აქვს დიდი დრო. ეს ძალიან ხშირად არ ხდება. კვლევებმა აჩვენეს, რომ მხოლოდ 3%-ს აქვს PMDD. შეიძლება ერთი მხრივ, ეს ჩანდეს ცოტა 3%-ის, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, კიდევ ერთხელ, 100 ქალიდან ეს სამს აქვს.
ყველაზე სამწუხაროა, რომ იმ ქალებს, რომლებსაც PMDD აწუხებს, სუიციდური ფიქრები და მცდელობები გაორმაგებული აქვს და დიდი რისკის ქვეშ არიან.
თუ ხარ ის ქალი, რომელიც ამას გრძნობ და ეს გაგივლია, იცოდე რომ შენ ცუდი არ ხარ, შენ არ გიჟდები, შენ არ ხარ სუსტი. ეს არის მდგომარეობა. რომელსაც სახელი აქვს და რომელიც იკურნება. პირველ რიგში მიმართე გინეკოლოგს“, - ამბობს მინდია გაბიჩვაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ხდება ქალის სხეულში PMS-ის დროს? - კლინიკური ფსიქოლოგი პროცესს დეტალურად აღწერს