10 სექტემბერს ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანელები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან ანგარიში 71-ე წუთზე გახსნა. საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.
ამ მატჩის მთავარი გმირი კი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნული თამაშის შესახებ წერს:
„ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ.
როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.
სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით!“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს აღნიშვნა ბევრს ეშლება“ - რას ნიშნავს გიორგი ქოჩორაშვილის გოლების აღნიშვნის ჟესტი