გოგონაზე, რომელიც პატრიარქის სამძიმარზე მიმავალ ხალხს წყალს აწვდიდა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდმა სიუჟეტი მოამზადა.
კატო ვახტანგიშვილის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
როგორც იგი ჰყვება, ხალხის დახმარება ყველას ვალია.
„მთელი დღის მანძილზე ვხედავდი ხალხს და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მე რამე არ გამეკეთებინა მათთვის, ამდენი საათი როდესაც დგახარ 5 წუთიანი გზაზე, წვიმაში, სიცხეში დღე და ღამე ძალიან რთულია.
10-12 საათი გვიწევდა ფეხზე დგომა, რომ ხალხისთვის წყალი მიგვეწოდებინა და ამაში ჩემი მეგობარი ლიზიც მეხმარებოდა. რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფოც გამოვიძახეთ და სახლშიც შემოვიყვანეთ. მთელი სამეზობლო იყო ჩართული ამ ყველაფერში.
როდესაც ჩემი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში ძალიან მომერიდა, რადგან ვთვლი რომ ისეთი რეალურად არაფერი გამიკეთებია. ამხელა ემოციას და პატივისცემას არ ველოდი.
ერთმანეთის დახმარება ჩვენი ვალია, სიკეთე კი ის იყო, რასაც ჩვენთვის პატრიარქი აკეთებდა. ჩვენ ეს ერთსულოვნება ყველამ უნდა შევინარჩუნოთ“, - ამბობს კატო ვახტანგიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: