Digest Logo

🎥 „ეს არის კერძი, რომელიც მოულოდნელად მოსულ სტუმარს გაუმზადეს...“ - მიშა ელბაქიძე რაჭულ კულინარიულ ტრადიციებზე

1776281846
მიშა ელბაქიძე

საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.

გადაცემაში „პრაიმ შოუ“ მიშა ელბაქიძე გვიყვება რაჭული ლობიანის, შქმერულისა და სხვა კულინარიული ტრადიციების შესახებ:

„რა არის რაჭული ლობიანის განსაკუთრებულობა? პირველ რიგში ლობიო, აუცილებლად რაჭაში მოყვანილი ლობიო, მოწითალო ფერის და განსაკუთრებული გემოთი. 

როცა ლობიო მოიხარშება, უნდა ამოვიღოთ და ამოვწალოთ სატუკელათი, შემდეგ უნდა დავუმატოთ მარილი და ღორის მუცლის ქონი. არ უნდა იყოს ძალიან სქელი ცომი. 

გამოცხობის შემდეგ ზემოდან უნდა წავუსვათ ლორის ქონი“, - ამბობს მიშა ელბაქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კახური დედას პური: დედა სიწმინდესთან ასოცირდება, ამაზე დიდი არაფერია, ყველაფრის სული და გულია“ - ილია პიტიურიშვილი

🎥 „კალანდას ხონჩას ვამზადებთ, რომელზედაც გურული ღვეზელი აუცილებლად უნდა იყოს დაბრძანებული“ - ეკა სალუქვაძე გურიის ტრადიციულ სუფრაზე

17 აპრილი, 15:55 საათი: რა უნდა გააკეთოთ ახალმთვარეობაზე - რიტუალი