
გადაცემა „პრაიმ შოუს“ ეთერში, ექიმმა, პათოლოგანატომმა დეა ყოლბაიამ, ნარკოტიკების მოხმარების მძიმე შედეგებზე და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან ასევე განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორც ამ საკითხის მოგვარების ერთადერთ გამოსავალზე.
„ყველა ღმერთი მითოლოგიაში გამოსახულია ყვავილ ლოტუსთან, ლოტუსზე.
ეს ფსიქოდელიური ნივთიერებების შემცველი მცენარეებია, რომლებიც ცვლიდნენ ადამიანების ცნობიერებას.
ეს კი კაბადოკიაა, ქრისტიანული ტაძრის ფრესკაზე გამოსახულია მთავარანგელოზი გაბრიელი, წითელი ცადამყვანა სოკოთი, „ამანიტა- მუსკატია“, რომელიც შეიცავს ფსიქოდელიურ ნივთიერებებს.
დასკვნა არის ის, რომ ნარკოტიკების მიღების ერთ ერთი მიზეზი არა მხოლოდ სტრესი, არამედ ცნობისმოყვარეობაა.
და ერთი უძველესი არქეტიპი, რომელიც მინიმუმ 40 000 წლის არის, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა.
ეს არის მისტიკური გამოცდილების მიღების ინსტინქტი, ნარკომანიის ერთ-ერთი მიზეზი ეს ცნობისმოყვარეობაა.
ნარკომანიის მთავარი მიზეზი, ცნობისმოყვარეობაა. გამოსავალი ჩემი აზრით არის, განათლება. უნდა ასწავლო, რომ ეს ნივთიერებები აკრძალულია“,- აღნიშნავს დეა ყოლბაია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„სულ რომ არ დაეკარებინათ პირი, ბავშვი საშინელ სტრესში ჩავარდებოდა“- რა გადახდა თავს გურამ შეროზიას?
⭕ნატა ბერეჟიანს შვილი შეეძინა - ცნობილია რა დაარქვა მსახიობმა ახალშობილს
⭕თიკა ჯამბურია ბუდაპეშტში დასთან ერთად მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს