
მონაზონი, დედა სიდონია სოციალურ ქსელში Genz-ი თაობის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ამ პოსტს მომღერალ სტეფანესა და მაია დარსმელიძის ქალიშვილის, სტეფანიას ფოტოს ურთავს.
სასულიერო პირი აღნიშნული სტატუსით, კამპანია „მე ვირჩევ ევროპას“ უერთდება.
„ვარდისფერი თმა, ტატუ, სვირინგები და სრულიად მოულოდნელი ქართული ნაქარგობა – მე ვირჩევ ევროპას საქართველოსთვის.
ეს თაობა Genz-ია, რომელთანაც თავსებადია ქართული ორნამენტი, ძველის ახლებური სიცოცხლე.
ახალგაზრდას, რომელიც ამ მოცემულობას ირჩევს, უყვარს ქართული კულტურა და ამგვარი პოზიციონირებით მას იდენტობის დაკარგვის არ ეშინია.
ეს ყოველივე თავსებადია“, – დედა სიდონიას ამ სიტყვების ვიზუალური გამოხატულებაა თაობა Genz-ის ფერადი და კაშკაშა წარმომადგენელი – ფანი (სტეფანია მღებრიშვილი).
აგრეთვე დაგაინტერესებთ: