Digest Logo

🎥 „ეს ტკივილი მაინც ვერაფერმა ვერ გადაფარა“ - ინგა ბენდელიანი-თოფურია ცხოვრების მძიმე პერიოდზე

1760341711
ილია თოფურიას დედა

UFC ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ იმყოფებოდა სტუმრად. 

მან აფხაზეთთან დაკავშირებულ ტკივილზე და ბავშვობის მოგონებებზე გულწრფელად ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა, ომამდე განცდილი ბავშვობის სიხარული და სოხუმის მოგონებები ვერაფერმა გადაფარა.

„აფხაზეთი არის ჩემი ბავშვობა და წარსული. ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა, იმდენი კარგი ამბავი... და ეს ტკივილი მაინც ვერაფერმა ვერ გადაფარა ის, რაც ჩემს ბავშვობაში იყო აფხაზეთში, ომამდე.

1992 წლის აგვისტომდე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად იყო და ეს არის ჩემთვის სოხუმი, რომელიც ყოველთვის ასე დარჩება.

ყოველთვის ვღელავ, როდესაც ჭუბერს ვიხსენებ... როდესაც 2 წლის ბავშვი მოგყავს, პატარა მარიამი, რომელიც კარვებში გახდა 6 თვის. როცა უკან ამდენი ადამიანი მოგყვება, ეს შველა არ არის, რადგან იცი, რომ იქ ყველას გადარჩენა უნდა.

ბევრი კაცი კვდებოდა გზაში შიმშილისგან... რაც შეიძლება დედამიწაზე ვთქვა, რომ ნეტა არასოდეს არ მოხდეს, სწორედ ასეთი იყო სვანეთის გზა“, - ჰყვება ინგა ბენდელიანი.

მან ასევე გაიხსენა ძმა, რომელიც მთლიანად მის ბავშვობასთან არის დაკავშირებული:

„ჩვენ იმდენად განუყრელები ვიყავით, ვერც წარმომედგინა მის გარეშე ცხოვრება. ახლა ჩემი ძმა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მე და ჩემი და ვგრძნობთ, რომ მასთან მუდმივად კავშირში ვართ.

ყველა სიხარული, რაც ბავშვობაში იყო აფხაზეთში, ჩემ ძმასთან მივყავარ, ყველა დეტალი, ყველა მომენტი, რაც აფხაზეთში იყო, ჩემ ძმასთან მივყავარ“, - ამბობს ინგა ბენდელიანი-თოფურია.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

📸 ნინა ცქიტიშვილის უმცროსი ქალიშვილი დაინიშნა - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

⭕„ეს არის პერიოდი ჭეშმარიტი და ამაღლებული სიყვარულისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი სპორტსმენი