Digest Logo

ესებუას ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა

1676035691
ბესლან ანჩაბაძე

ჩხრეკის დროს ბადრი ესებუას ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული პასპორტი, 3200 ლარი და 50 ვაზნა აღმოაჩნდა - ამის შესახებ ჩხრეკის ოქმშია საუბარი, რომელიც „პირველებმა“ მოიპოვა.

ბადრი ესებუა სოფელ ჯიხასკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

საქმის მასალების თანახმად, ბადრი ესებუა ზუგდიდში "საქართველოს ბანკის"  ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა, 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა, საბოლოოდ კი ტერიტორია ნახევარი მილიონი ლარით დატოვა.

ბადრი ესებუას მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.   

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტედროს ადანომ გებრეისუსი​ სირიაში მიემგზავრება„

🔵„ასე ჩახუტებულები უპოვიათ ეს ადამიანები სირიაში, ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში... რა არის სიყვარული? - ეს...“ - ლაშა მარგიანის ემოციური პოსტი

🔵„დღევანდელ სიზმარს მიაქციეთ ყურადღება“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: tvpirveli.ge