
გორის ქალთა გუნდის სოლისტი, მომღერალი თაკო ოქროპირიძე შვილებთან ერთად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა სადაც ოჯახზე ისაუბრა.
ახალგაზრდა მომღერალს ოთხი შვილი ჰყავს, რომელთაც მარტო ზრდის და პარალელურად კარიერით არის დაკავებული:
„ფაქტობრივად ძილი არ ვიცი რა არის. როცა რაღაც გინდა გააკეთო კარგად და ნორმალურად სხვა რამე უნდა შეწირო. მირჩევნია აქტიური ვიყო. დამხმარე არ მყავს და მარტო ვზრდი შვილებს. პარალელურად რადიო ფორტუნაში წამყვანიც ვარ. ხელმძღვანელობაც ხელს მიწყობს და გამომდის ყველაფერი კარგად. ღმერთიც მეხმარება და მაშინ, როცა მგონია, ძალიან მიჭირს მოულოდნელად ჩნდება გამოსავალი. მაინც მინდა ბავშვებმა კარგად ისწავლონ, კარგად გამოიყურებოდნენ და დედის ხელი არ აკლდეთ. ჩემთვის დრო როცა მრჩება, ბავშვებისთვის ვარჩევ სულ ტანსაცმელს“, - ჰყვება თაკო ოქროპირიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მათი ცეკვა „ქეთო და კოტეში“ დარჩა...“ - ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი?
🎥 „მძიმე და დაძაბული დღე გველის...“ - 18 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან