Digest Logo

ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

1766855707
 ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.

დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.

საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე

ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე

წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ.

17- წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:

ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი („იბერია“ თბილისი)

ვერცხლის  მედალი – ლუკა შარიქაძე („დიანმო თბილისი“)

ორქოს მედალი – ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“, ფოთი)

19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:

ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი)

ვერცხლის  მედალი – გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“)

ორქოს მედალი – საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“)

ხვიჩა კვარაცხელიამ წლეულს „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე  ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა. ამასთან, ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა. ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.

კვარაცხელია  საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეხუთედ  აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის (2023) ჯილდოც აქვს მიღებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა

⭕ „გვაფრთხილებს: როცა შენ ყველას „უგებ“ — საკუთარ თავს ღალატობ...“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕„კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან სასაუბროდ...“ - 27 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

წყარო: 1tv.ge