Digest Logo

ფრანგი ჟურნალისტი ბრუნო სალომონი - „ხვიჩა კვარაცხელია, მინიმუმ, 10 დღეს გამოტოვებს“

1759492559
 ხვიჩა კვარაცხელია

„ხვიჩა კვარაცხელია, მინიმუმ, 10 დღეს გამოტოვებს და პსჟ-ს „ლილთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში ესპანეთთან მატჩში მისი მონაწილეობა საეჭვოა“, – ინფორმაციას Ici Paris Ile-de-France-ის ჟურნალისტი ბრუნო სალომონი ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბარძაყის ტრავმა მიიღო, მინიმუმ, 10 დღეს გამოტოვებს. ის კვირა საღამოს „ლილთან“ ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შეხვედრებშიც მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, – წერს ბრუნო სალომონი.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ბარძაყის ტრავმა „ოსერთან“ მატჩში მიიღო. კვირის დასაწყისში ის პარიზში დარჩა და ვერც პარასკევს ივარჯიშა.

საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთთან გასვლით შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ეწვევა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ რაღაც არ მოგწონს ურთიერთობის საწყისს ეტაპზე, ფიქრობ არაუშავს...არ გამოსწორდება“ - ოჯახური და პირადი ურთიერთობები, გიორგი ეხვაიას რჩევები

⭕ „დღეს სათევზაოდ გავდივარ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

🎥 „ვნებიანი და აქტიური ხართ...“ - მარსი მორიელის ნიშანში, მომდევნო კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

წყარო: 1tv.ge