Digest Logo

ფრანგი ჟურნალისტი: გუნდი სათადარიგო სკამიცაა, კვარაცხელიას გოლში ნიჭთან სითამამე იყო შერწყმული

1773400363
ხვიჩა კვარაცხელია

RMC Sport-ის ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენი“-„ჩელსის“ მატჩზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, შეასრულა რა დუბლი და გააკეთა საგოლე პასი.

„2:2-ის დროს ვფიქრობდით, რომ „ჩელსი“ ამით დაკმაყოფილდებოდა და პსჟ-ს აღარ ექნებოდა ძალა, უფრო შორს წასულიყო. მაგრამ გუნდი სათადარიგოთა სკამია, საქმე შეცვლებშია. როდესაც სათადარიგოთა სკამზე გყავს კვარას მსგავსი ბიჭი, რომელიც მოედანზე დამუხტული შევიდა და სტრატოსფერული გოლი გაიტანა, რადგან მას ამის ნიჭი აქვს... ეს არის გამბედაობა, ინდივიდუალურ ნიჭთან შერწყმული.

იყო დემბელეს წარმოუდგენელი რეიდი კონტრშეტევაზე, ფინტები და დარტყმა, ვიტინიას დარტყმა, კვარას არაჩვეულებრივი დარტყმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პსჟ-ს ჰყავს ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები, როგორებიც არიან დემბელე, კვარა და ვიტინია, რომლებსაც უკეთ თამაშიც შეუძლიათ“, - თქვა დანიელ რიოლომ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა ღმერთს ელაპარაკები – ლოცვაა, როცა შენ გელაპარაკება – ბოდვა“: შიში, ჰიპნოზი, ტრანსი, შიზოფრენია და სექ*ის მანია - პათოლოგიები, რომლებიც ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს

⭕ „შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ - ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა

⭕„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს - „ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“

წყარო: newshub.ge