Digest Logo

ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა და უხელფასოდ ფერმაში მუშაობა - ტრეფიკინგი კახეთში

1712685112
ლენტი ავარია

ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - პატარა ოთახში და გაუსაძლის პირობებში 4 კაცი 2 თვე ცხოვრობდა. გამომძიებლის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები, კახეთში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დასაქმდნენ და, მალევე, ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ.

დაზარალებულების ვერსიით, ფერმის მეპატრონე მათ ხელფასს არ უხდიდა, უკრძალავდა ოჯახთან კომუნიკაციას და არ აძლევდა უფლებას, დაესვენათ. ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალით ირკვევა, რომ სავარაუდო დამნაშავე მათ ემუქრებოდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

ტრეფიკინგის ბრალდებით, პოლიციამ ფერმის მეპატრონე - 42 წლის მამაკაცი დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის ნიკოლოზ გიორგელაშვილია. მას მცირე ბიზნესი თელავში, სოფელ შალაურში აქვს.

ფერმა, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა, ამ დრომდე დალუქულია და ადგილს საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა. 

დანაშაულს არ აღიარებს ბრალდებული. ნიკოლოზ გიორგელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ, დაკავებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება 4 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემოტევაში, ფერმის 42 წლის მეპატრონეს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ხვალ უკვე 1 დღით დიდი იქნება და ისე მალე გაიზრდება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ“ - ქეთი ხატიაშვილის ემოციური პოსტი

„ფრჩხილების ჭამა, ამას ბავშვობაში ვაკეთებდი და ზოგჯერ ახლაც ვიხსენებ... ეს არის ყველაზე მავნე საქციელი“ - ანა ტყებუჩავა

„ჩემი ძმის შვილის ქორწილი იყო, თამადა ვიყავი... რომ გავიგე ეს ამბავი, მივატოვე იქაურობა და წამოვედი თბილისში“ - ბადრი ვადაჭკორია 9 აპრილს იხსენებს

წყარო: rustavi2.ge