ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა.
ცეკვის მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა👇
შეგახსენებთ, რომ მოზარდის მამამ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა:
„მაქსიმალურად მინდა მივაღწიო იმას, რომ მართლმსაჯულება მივიღო! ჩვენი ოჯახის წევრი როდესაც მივიდა ბავშვის გამოსაყვანად, ბავშვი იყო ატირებული და ნანერვიულები, ბიცოლას უთხრა, მასწავლებელმა გამლახაო.
ჩემი მეუღლე როდესაც მივიდა გასარკვევად, მასწავლებელი იყო აგრესიული და გაიწია ჩემი დისკენ, რის შემდეგაც ჩემებმა გამოუძახეს საპატრულოს“, - ამბობს მოზარდის მამა.
რაც შეეხება თავად მასწავლებელს, მერაბ დოლიძე ამბობს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„დამანებეთ თავი, ამ ხალხმა მე გამწირა. აღარ მინდა საუბარი და არც კომენტარის გაკეთება. სასამართლო იქნება და დამტკიცდება ყველაფერი“, - აცხადებს დოლიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: