Digest Logo

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს

1728128957
ილორის ტაძარი

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალაქი, სადაც ყველაფერი დაიწყო...“ - ანუკი არეშიძის საინტერესო ვლოგი მილანიდან

დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება - უახლოესი დღეების პროგნოზი