Digest Logo

🎥 „გაიღიმა ჩემმა ძმამ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური

1722579921
ლაშა ბექაური ილია სულამანიძე

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა. ცხადია, აღნიშნული ფაქტით გულნატკენი დარჩა ილია და საზოგადოებამ ის ემოციებიც იხილა, როგორ გამოხატავდა იგი ამ წყენას და ბრაზს.

მეორე დღეა პარიზში მყოფი სხვა სპორტსმენები მის გამხნევებას ცდილობენ, მათ შორის ოლიმპიური ოქროს ორგზის მფლობელი ლაშა ბექაურიც, რომელიც სახალისო ვიდეოკადრებს გვიზიარებს ილია სულამანიძესთან ერთად სათაურით - „გაიღიმა ჩემმა ძმამ“.

ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა:

„ჯიგრები ხართ, მგლები“,

„აბა რა, მომავალი ოქრო ჩვენია“,

„ყველაფერი წინაა, გული არ გაიტეხო ილუშ“,

„წაგვაგებინეს, მაგრამ შეცდომად ჩათვალე და მის გამოსწორებაზე იზრუნე ძმაო, მწვერვალები გელოდება წინ“,- წერენ კომენტარებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემზე მეტად არავის არ სტკივა გული, გამოვასწორებ, დანებებას არ ვაპირებ“ - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი

„2000 სოფელი მოვიარეთ, პიპილეთელ მოსწავლეებს ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🎥 „გააკეთე ეს რიტუალი შენი სურვილების სწრაფი მანიფესტაციისთვის“ - როგორ მოვიქცეთ 4 აგვისტოს 15:12 საათზე