26 წლის ტარიელ მიდელაშვილმა სპორტიდან მეფუტკრეობაში გადმოინაცვლა. მოჭიდავე და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი კასპში, ფუტკრის რძისგან სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტებს ამზადებს.
ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცხოვრებაში განცდილ ტრავმებმა სპორტს ჩამოაშორა.
სამედიცინო მიმართულებით მას დიდი მიზნები აქვს.
„5 წლის ვიყავი, როცა ოჯახმა ფუტკარი იყიდა. შევყვებოდი ხოლმე მამაჩემს და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. ასე გავიზარდე ფუტკრებთან ერთად.
იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი ფუტკარი და მისი პროდუქტები რამდენად კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის, მინდოდა მთელი რესურსი ჩამედო“, - ამბობს ტარიელ მიდელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: