„ზოგჯერ მარცხს უფრო ბევრი რამის სწავლება შეუძლია, ვიდრე წარმატებას...
სანამ ახალგაზრდა ხარ, ეძებ რაღაც სივრცეებს, რომელიც გგონია რომ წარმატებაა. დროსთან ერთად ხვდები რომ ეს სივრცეები არ არსებობს და წარმატება არის შენში...
მგონია, რომ წინა პირობა იმისა, რომ გაიცნო ადამიანი და მანაც გაგიცნოს, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ადამიანი გახდეს შენი. ჩვეულებრიობა პორტრეტში არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ამბობს ლეგენდარული ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
ასევე დაგაინტერესებთ: