
პირველი გიგანტური გოგრა საქართველოში - კაცი, რომელმაც დაახლოებით 600 კილოგრამიანი გოგრა გაზარდა ირაკლი ჯღარკავაა, რომელიც გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო.
ირაკლი ჯღარკავამ ისაუბრა თუ რა წესები უნდა დაიცვათ გოგრის მოვლისთვის და როგორი პირობებია საჭირო გიგანტური გოგრის გასაზრდელად.
„დაახლოებით 3 წლის წინ ინტერნეტში ვნახე მსგავსი გოგრა, კანადიდან გამოვიწერე თესლი.
ჯერ ზრდის პროცესშია ისევ. სირთულეები არ ყოფილა, აპრილის ბოლოს დაითესა, გაჩითილდა შენობაში, ხელოვნური განათების ქვეშ და შემდეგ ღია გრუნტში გადავრგე. დაიმტვერა ხელოვნურად, შეიფუთა და მას შემდეგ კიდევ იზრდება, კმაყოფილი ვარ შედეგით.
მომავალ წელსაც უნდა დავრგო, იმხელა სიამოვნებაა დაკვირვების პროცესი“, - ამბობს ირაკლი ჯღარკავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელია საუკეთესო ასაკი შვილის გასაჩენად? - გინეკოლოგ მანანა მგალობლიშვილის განმარტება