
რომელია საუკეთესო ასაკი შვილის გასაჩენად?
რას ნიშნავს სამედიცინო ენაზე ხანდაზმული მშობიარე?
რა რისკები ახლავს ასაკის მატებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით?
შეუძლია თუ არა სტრესს შვილის ყოლის პროცესი შეაფერხოს?
აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გინეკოლოგ მანანა მგალობლიშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა.
„არსებობს ასაკი, როცა ჯერ ადრეა შვილის გაჩენა. ადრე სხვა ტენდენცია იყოო, დაოჯახება ჯერ კიდევ 20 წლამდე ხდებოდა, არასრულწლოვნებში. ამ ასაკში მოუმწიფებელია როგორც ჰორმონალური, ისე რეპროდუქციული სისტემა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური, ფსიქოლოგიური მომენტი, რადგან ამ ასაკამდე ადამიანი ჯერ კიდევ ბავშვია და არ არის მზად, ზედმეტად ახალგაზრდაა დედობისთვის და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პრობლემებია.
საუკეთესო ასაკს რაც შეეხება, ეს ინდივიდუალურია. არ არსებობს ფორმულა, რასაც ყველა ქალს მოვარგებთ. სამედიცინო თვალსაზრისით, ადამიანი იზრდება 25 წლამდე შემდეგ კი ბერდება.
რეპროდუქციული თვალსაზრისით, კვერცხუჯრედების ხარისხი ქალებში უარესდება ასაკის მატებასთან ერთად. გამოთვლილია, რომ 25 წელი არის პიკი და ამის შემდეგ მიდის ვარდნა, ყველაზე სწრაფად კი 35 წლიდან“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გილოცავ, დე... მიყვარხარ“ - დედა სიდონია იუბილარია
🎥 ლაშა ღლონტმა და მისმა მეუღლემ ქორწინების 31 წელი პარიზში აღნიშნეს - კადრები საფრანგეთიდან