Digest Logo

„გაიცანით მაშველი, რომელიც სასტუმრო შოვის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა... 2 საათი იწვა ხეჩინაშვილის კლინიკაში და დატოვა პალატა. შოვში უნდა დავბრუნდეო - ასეთ გმირებზე დგას სამყარო დღეს“ - ემოციური ამბავი სოცქსელიდან

1691828153
რაჭარაჭარაჭა

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველო 24 დაღუპულს გლოვობს. 12 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.

სოციალურ ქსელში ჯგუფი „რაჭა“ ერთ-ერთი მაშველის შესახებ ემოციური ამბავი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„პოსტი წამოვიღე მეგობრის გვერდიდან რომელიც გუშინ ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა  

გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე.

სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფოდ ჩამოიყვანეს თბილისში ვერტმფრენით და მოათავსეს საავადმყოფოში.

2 საათი იწვა ხეჩინაშვილის კლინიკაში, ჩაუტარეს და სხვა სამედიცინო პროცედურები, შემდეგ კი პალატა დატოვა და შოვში დაბრუნდა.

დაკარგულებს ვეძებთ და აქ ვერ გავჩერდებიო  წარმოუდგენელია, არა? ასეთ გმირებზე დგას სამყარო დღეს და მადლობა მას. (ფოტო ფარულად გადავიღე, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.)

ღმერთმა დაგლოცოს!

პოსტის ავტორია არაჩვეულებრივი პედაგოგი და ჩემი მედობარი სვეტლანა სინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „არ მჯერა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და შენ, სოფი და დათო აღარ იყოთ“ - შოვში დაღუპულ და-ძმას მეგობრები ემშვიდობებიან

🔵 „რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება?!“ - ნიკოლოზ რაჭველს კრიტიკის გამო მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ

🔵 „პირველები შემოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო“ - ონის კლინიკის ექიმი შოვის ტრაგედიაზე