Digest Logo

„რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება?!“ - ნიკოლოზ რაჭველს კრიტიკის გამო მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ

1691494528
ნინო ჟვანია

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველო 19 დაღუპულს გლოვობს. 16 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.

აღნიშნულ ტრაგედიას არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ხელისუფლება გააკრიტიკა არასათანადოდ დაგეგმილი სამაშველო ღონისძიებების გამო. უკმაყოფილოთა რიგებში აღმოჩნდა მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც დაწერა, რომ ქართველ ხალხს ეს ტრაგიკული რეალობა არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციული მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო აქვს. 

ნიკოლოზ რაჭველის კრიტიკულ პოსტს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული პილოტის ზაზა ლორიას შვილი ანა ლორია გამოეხმაურა და დაწერა: „დღეს ნიკოლოზ რაჭველი „ვერ პატიობს“ სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართლისთვის, ბატონო მაესტრო!“

აღნიშნული პასუხით უკმაყოფილო დარჩნენ რაჭველის მეგობრები, რომელთა განცხადებით ხელოვან ადამიანებსაც აქვთ უფლება გააკრიტიკონ ყველა ვისი ქმედებაც არ მოეწონებათ, მათ შორის ხელისუფლება.

ნიკოლოზ რაჭველის ერთ-ერთი მეგობარი ნინო ჟვანია ფიქრობს, რომ მაესტრო რაჭველის წინააღმდეგ ააგორეს კამპანია.

„იმ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, რომელსაც ყველანი განვიცდით, ნიკას წინააღმდეგ ააგორეს კამპანია... გულშეწუხებულმა ადამიანმა დაწერა, ვერ ვაპატიებ ამ სახელმწიფოს პირველი საათების უმოქმედობასო და დაერივნენ, ჩვენს მაშველებს საყვედურობო....

შენ რა გესმის ან სამაშველო საქმეების, ან პოლიტიკისო... აიღე შენი დირიჟორის ჯოხი და ორკესტრს უქნიე, სხვა რა გესმისო... ეს ყველაზე ზრდილობიანად ფორმულირებული ბრალდებებია... ისეთებიცაა, აქ ვერ დავწერ.

ბევრს გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ შეიძლებოდა ზოგის გადარჩენა.

ამას ამბობდა თუნდაც ის მამა, 1 შვილი რომ აღმოაჩინა მკვდარი და 2-ს რომ ეძებს... მარტო იმ კაცის სასოწარკვეთილი მოწოდება, ნუ დამიტოვებთ ცოლს და სამ მცირეწლოვან შვილს ამ ღამით ძებნის გარეშეო, შეგარყევდა ადამიანს...

აგერ გამოდიან სპეციალისტები და ვარაუდობენ, რომ ბევრი რამ არასწორად გაკეთდა და შესაძლებელი იყო ტრაგედიის თავიდან აცილება... პასუხისმგებლობა მთავრობაზე და არა ჩვენს უძვირფასეს მაშველებზე (უდიდესი მადლიბა მათ)! პასუხის.გებელ ჩინოვნიკებს მიმართავდა ნიკა, და არა მაშველებს!

და არ გვაქვს უფლება, ხელოვან ხალხს, გამოვხატოთ აღშფოთება? ხომ არ ვუვარდებით კედლებზე მათ, ვინც დარწმუნებულია, რომ ჩვენმა მთავრობამ იდეალურად იმოქმედა, და არ ვლანძღავთ ამ პოზიციის გამო?! საერთოდ, საიდან მოვიდა ეს სულელური აზრი, რომ თუ ხელოვანი ხარ, არაფერი გესმის და მხოლოდ შენს საქმეს უნდა მიხედო?

იმ დღეს ვაიკულემ თქვა, ძველ საბერძნეთში იდიოტს უწოდებდნენ მას, ვინც პოლიტიკაში არ ერეოდაო... არ გადამიმოწმებია, მაგრამ მომწონს ეს იდეა...

რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება? !

მეც ვითხოვ საქმის გამოძიებას და თუ გაირკვა, რომ ამ ხალხის გადარჩენა შეიძლებოდა, მეც არ ვაპატიებ მთავრობას თუნდაც იმ მამის უბედურებას, რომლის წამოტირება კამერების წინ არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან...

სოლიდარობას ვაცხადებ Nikoloz Rachveli ს. მაგ სადირიჟორო ჯოხი არ გააგდო ხელიდან და ასე გააგრძელე ნამდვილი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრება.  

P. S. თუ გაინტერესებთ, რას ვაკეთებდი და სად ვიყავი იმ 9 წლის განმავლობაში, გაუმართავი სასამართლო სისტემის , ფოტოგრაფების საქმის, ციხეში სისასტიკის წინააღმდეგ გამართულ მიტინგებზე დავდიოდი და უსამართლობას ვაპროტესტებდი... მოწმეები მყავს... არც მაშინ ვიყავი იდიოტი და ახლაც არ ვაპირებ იდოოტად ვიქცე...

ჰო, ვიცი, სტიქიური უბედურება ყველგან ხდება. ასევე ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ რომელიმე ჩინოვნიკს უხარია ეს ტრაგედია. მაგრამ უპასუხისმგებლობას თუ მსხვერპლი მოჰყვა, საქმე უნდა გამოიძიოს და დასასჯელი უნდა დაისაჯოს. თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.

P. P.S. ეს ფოტო მე გადავუღე, მეტროპოლიტენის ოპერის კაფეში იჯდა და მეორე დღის კონცერტისთვის პარტიებს ასწორებდა. მეორე დღეს კი ანიტა რაჭველიშვილის გასაოცარ კონცერტს უდირიჟორა და ნიუ-იორკელი პუბლიკა ქართულ მუსიკალურ კულტურაზე აალაპარაკა. რავი, ესეც პოლიტიკის ნაწილია, რომ იცოდეთ...“,- წერს ნინო ჟვანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვერც ვყვიროდი, პირი წყლით მქონდა სავსე, ვერც ვფართხალებდი, ქვებს შორის გავიჭედე. მივხვდი, რომ...“ - რას იხსენებს იუნა შაფათავა

🔵 „პატარა შვილი დაგტირის მამიკო მინდაო და რა ვუთხრათ, როგორ გავაგებინოთ რომ ვეღარასოდეს გნახავს?“ - სალონიკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

🔵 „ჩემს მეზობელს გული გაუჩერდა, 45 წთ-ის განმავლობაში არ გაჩერდა. ომი ჰქონდა სიკვდილთან ჩვეულებრივი და აჯობა!“ - ემოციური ამბავი პოლიციელზე