Digest Logo

„პირველები შემოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო“ - ონის კლინიკის ექიმი შოვის ტრაგედიაზე

1691569982
ექიმიექიმი

ონის კლინიკის ქირურგი, ნიკა გურგენიძე „ქრონიკასთან“ საუბრისას შოვში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის დღეს იხსენებს.

როგორც ექიმი აღნიშნავს, პირველად საავადმყოფოში ახალგაზრდა ოჯახი მიიღო.

„რასაც ჰყვებოდნენ, იმხელა მასა წამოვიდა იქ, რომ ძალიან ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის. პირველები შემოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. სტრესი დიდია, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა გაიზარდა. უფრო მეტად გაცნობიერდა ის, რომ ადამიანი ადამიანის გვერდში დგომით არის ძლიერი“, – საუბრობს ექიმი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. 9 აგვისტოს არსებული ოფიციალური მონაცემებით - შოვში, სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმეტესობა იდენტიფიცირებულია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კიდევ 14 დაკარგულს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით“ - ეს ვახოს უკანასკნელი შეხმიანება იყო დედასთან“ - აგვისტოს ომის გმირები

🔵 „არ მჯერა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და შენ, სოფი და დათო აღარ იყოთ“ - შოვში დაღუპულ და-ძმას მეგობრები ემშვიდობებიან

🔵 „რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება?!“ - ნიკოლოზ რაჭველს კრიტიკის გამო მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ