
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. კადრში ჩანდა, ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოისტი Porsche-ს მარკის ავტომობილით ასეირნებდა. ლომის ბოკვერის გამოჩენასთან ერთად, განხილვის საგანი გახდა ლაშა ბექაურის „როლექსის“ საათი, რომელიც მას მარჯვენა ხელზე ეკეთა. სპორტსმენმა მოგვიანებით ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა.
კრიტიკოსებს ლაშა ბექაურმა მორიგი სახალისო ვიდეოთი უპასუხა:
„გაიზარდა ბოკვერი...“, - ამბობს კადრში ლაშა ბექაურის პირადი მწვრთნელი.
ახალმა ვიდეომ საზოგადოების დიდი გამოხმაურება კვლავ დაიმსახურა:
„როგორ მიყვარხარ ლაშა ნეტავ იცოდე. მინდა, რომ არ შეიცვალო, ასეთი ლაღი და ღიმილიანი იყავი სულ“,
„წარმატებები ლაშას. ჩაბოღმილო ნაცკომენტატორებო, გემს მიხედეთ გემს“,
„ბოკვერი არ აპატიეს და ახლა დათვი მოისვა“,
„ახლა ჟირაფი შემოიგდე ძმა ნახევარი სანაცეთი გაწყდება, არავითარი იარაღი არ არის საჭირო შურით ამოწყდებიან“,- წერენ კომენტარებში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რწმენა არის ძალიან დიდი საიდუმლოება...“ - მამა თეოდორე გიგნაძის საინტერესო ქადაგება
🎥 16 იანვარი ლეგენდარული ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა