Digest Logo

🎥 „გამოდიოდა სახლიდან, იკარგებოდა და პატრული გვირეკავდა, მოდით, წაიყვანეთო“ - რატომ აკრიტიკებდნენ არჩილ ჩიხლაძის მძიმე მდგომარეობის გამო მანანა ჩიხლაძეს

1771356875
მაყვალა ჩიხლაძე

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები - ცნობილი დუეტი საბჭოთა და ქართულ ესტრადაზე, დუეტი შედგებოდა არჩილ ჩიხლაძისა და მაყვალა ბოტკოველის მონაწილეობით.

შეიქმნა 1964 წელს არჩილ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე წლის შემდეგ არჩილი და მაყვალა დაოჯახდნენ და მათ დუეტს „ჩიხლაძეები“ ეწოდა. ისინი იყვნენ პირველი შემსრულებლები ისეთი ცნობილი სიმღერების, როგორებიცაა: „კართან მოდგა შემოდგომა“, „სიჭაბუკე“, „წლები გარბიან“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“, „ოსური სატრფიალო“ და სხვა. 

მაყვალა ჩიხლაძე გადაცემის სიცრუის დეტექტორის სტუმარი იყო, სადაც ქმრის დაავადებაზე ისაუბრა:

„დაავადდა, ალცჰაიმერი ჰქონდა და იქამდე სკლეროზი. გაცილებული ვიყავით 35 წლის, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ 5 წელი ერთად ვმღეროდით. ორი საერთო შვილი გვყავს. რომ დაავადდა ხალხი ლაპარაკობდა, რომ მიატოვა მაგიტომ დაემართაო. მე და ჩემი ქალიშვილი მაინც ვუვლიდით, საჭმელს ვუკეთებდი და ჩემს შვილს მიჰქონდა.

ბოლოს მარტო ცხოვრობდა, ორივე ცოლს გაშორდა.

გამოდიოდა სახლიდან, იკარგებოდა და პატრული გვირეკავდა, მოდით, წაიყვანეთო. ბოლოს მოხუცთა თავშესაფარში წავიყვანეთ, სადაც ყოველ კვირას ავდიოდით“, - ამბობს მაყვალა ჩიხლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

5 საკვები, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლოა გამომშრალი კანისთვის

„არახელსაყრელია მკურნალობის, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 18 თებერვლის პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით

„აბნევს აზრებს, საქმეებს, ამჟღავნებს ადამიანებში ჩრდილოვან მხარეებს...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი მზის დაბნელებაზე