Digest Logo

„გამოხატეთ სოლიდარობა ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი ადგილიდან, დაისაჯოს ყველა მოძალადე“ - თეონა ჭალიძე

1679928009
სამხარაძე ტათია

ჟურნალისტი თათია სამხარაძე მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

როგორც სამხარაძემ დაწერა, მას მშვიდად ცხოვრების საშუალება არ აძლევენ გარკვეული მედიასაშუალების წარმომადგენლები.

🔵 „ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან… ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ“ - თათია სამხარაძე

აღნიშნულ ფაქტს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თეონა ჭალიძე ეხმაურება და თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს.

„სოლიდარობა თათია სამხარაძეს, გამოხატეთ სოლიდარობა ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი ადგილიდან  
დაისაჯოს ყველა მოძალადე და უკანონობის ჩამდენი შალვა რამიშვილის თამადობით!“- წერს ჭალიძე.

ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა ორგანიზაცია თათია სამხარაძეს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თათია სამხარაძის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ძალა მუშაობს.

სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა ორგანიზაცია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს. მის წინააღმდეგ მუშაობს პროპაგანდისტული ძალა. სამწუხაროდ, მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია არა მისი, როგორც ძალადობის მსხვერპლის უფლებების დაცვაზე, არამედ პასუხისმგებელი ინსტიტუციები მოძალადის ინტერესების გამტარებად გვევლინებიან. ძალადობაგამოვლილი ქალი უდიდესი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული მხოლოდ იმიტომ, რომ ღიად და კანონის სრული დაცვით დაუპირისპირდა მოძალადეს. ამ მოძალადეს აქვს სახელი და გვარი - შალვა რამიშვილი, რომელსაც იცავს მთელი ქართული ოცნების ხელისუფლება.

ცხადია, მარტივი არაა სექსუალური შევიწროებაზე საუბარი, ამას ძალა და გამბედაობდა სჭირდება. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მხარს ვუჭერთ და მარტო არ დავტოვებთ. კონკრეტულად თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებული უკანონობა კი ძალიან მძიმეა და მოითხოვს დროულ რეაგირებას სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის და მთელი საზოგადოების მხრიდან, რადგან სახეზეა პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფა, მისი დისკრედიტაცის მცდელობა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა ორგანიზაციის განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ისეთი სილამაზე იყო საქართველოს ველურ ბუნებაში ხოხბების და კაკბების გაფრენა, ცრემლი მომადგა!“ - ხათუნა ხოფერია

🔵 „ფარატინა ფურცლის გამო, გარდაცვლილის ოჯახს უნუგეშოდ ვტოვებთ, ქვეყნის ამაოხრებლებს კი პანთეონის მიწას ვაბარებთ“ - მამა პეტრე კვარაცხელია

🔵 „რეზიდენტი, რომელიც კარგად სწავლობს და ფინანსურად უჭირს, დავუფინანსებ სწავლას ერთი პირობით...“ - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია