
ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მომავალ ექიმს, რომელიც ახლა რეზიდენტურაში კარგად სწავლობს და ფინანსურად უჭირს, სწავლას დაუფინანსებს.
როგორც მედიკოსი წერს, ამ სიკეთეს მხოლოდ ერთი პირობით გააკეთებს.
თუ რა პირობაა ეს, ამას ვრცლად პოსტში წაიკითხავთ.
„საქართველოში რეზიდენტურის გავლა არის ჯოჯოხეთი.
ფული არ გაქვს, მუშაობ რომ რეზიდენტურის ფული გადაიხადო, რომ მუშაობ რეზიდენტურისთვის დრო არ გრჩება და ა.შ.
გავიარე ეგ ეტაპი თავად და ბევრი ადამიანი იყო ჩემს გარშემო ვინც ეგრე ვწვალობდით.
ფული არ გვქონდა და სწავლა გვინდოდა.
ამიტომ თუ იცით ვინმე რეზიდენტი რომელიც კარგად სწავლობს, არის სახელმწიფო რეზიდენტურაში და ფინანსურად უჭირს, პირადად დავუფინანსებ სწავლას.
კრიტერიუმები:
👉მონდომებული ადამიანი რომელიც კარგად სწავლობს;
👉ირიცხება სახელმწიფო რეზიდენტურაში (არა კერძოში);
👉ფინანსურად უჭირს მოდულების თანხის გადახდა.
👉არავითარი ვალდებულება მას ამ დახმარების გამო არ ექნება, გარდა ერთისა, როდესაც დაამთავრებს და გახდება წარმატებული ექიმი, თვითონაც იპოვოს ერთი რეზიდენტი და დაეხმაროს.
👉ამ ვალდებულების აღსრულების მექანიზმი იქნება საკუთარი სინდისი და არა რაიმე იურიდიული ხელშეკრულება
👉მოკლედ თუ ვინმე იცით ვინც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს მომწერეთ პირადში.
👉როგორ მოხდება შერჩევა, კონტროლი და ა.შ. ყველა დეტალს გავივლი პმ.
აბა ჰე აბა ჰო“, - წერს მარშანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს