„ფოქს ნიუსის“ ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
„რა გარდაცვლილი მოქალაქეები, ხალხო??? ძილში გაიპარნენ??? მოკლულები! დაღუპულები!
ტყვიას რომ დაგახლიან, ხარ მოკლული და არა გარდაცვლილი. ვახ!“, - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.
ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ქალის მდგომარეობა მძიმეა - საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს
⭕🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
⭕გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა