Digest Logo

გიორგი ლობჯანიძე თეოფილე მალაქიაზე: არც ის დაგვავიწყდება უამრავი ადამიანი რომ დააზომბირე შენი სექტანტური ხედვებით და გაიტაცე საქართველოდან - პატრიარქს სიცოცხლეში არ აყენებდა და ახლა მისი გარდაცვალების შემდეგ რაღა გააჩუმებს?!

1774270946
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძე ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თეოფილე მალაქიას პიროვნებასთან დაკავშირებით მის მოსაზრებას გვიზიარებს და დასძენს, რომ მან გარკვეული სექტანტური გავლენა მოახდინა ადამიანებზე, ზოგს აზრზე მოიყვანა, ზოგს კი ზიანი მიაყენა. 

„თეოფილე მალაქიას: კითხვა, შემომივიდა არაერთი, რას ვფიქრობდი ამ ადამიანზე და საჯაროდ დავწერ, არ მაქვს პრობლემა ნამდვილად:

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ განათლებასა და წიგნიერებას შორის უდიდესი სხვაობაა. შეიძლება იყო ნაკითხი, მაგრამ არა განათლებული, თუმცა იყო განათლებული და ნაკლებად ნაკითხი.

შინაგანი ნათელი ამაო ფილოსოფოსობით არ მოდის.

არადა ამ კაცს აქვს საოცარი ნიჭი თხრობის, გადმოცემის, არჩევს ბიბლიურ მუხლებს, ვერ ვიტყვი რომ ცუდად, ცოდვაში არ ჩავდგამ ფეხს, მაგრამ საქმეზე რა გითხრათ.

პატრიარქს სიცოცხლეში არ აყენებდა და ახლა მისი გარდაცვალების შემდეგ რაღა გააჩუმებს ... მაგრამ ეს იქით იყოს, ვერ გამიგია რა უნდა ამ კაცს დიდი წმინდანებისა და სხვა რელიგიის თუ მსოფლმხედველობის ადამიანებისადმი.

ნუთუ შეიძლება რომ ყველა და ყველაფერი ლანძღო?!

ბერი „გაბრიელა“ ჰყავდათ მაგათოო. ხანდახან, ამნაირ ლენჩებს რაზე უნდა ესაუბრო, თორემ კი.

არც ის დაგვავიწყდება უამრავი ადამიანი რომ დააზომბირე შენი სექტანტური ხედვებით და გაიტაცე საქართველოდან, მრავალი მათგანის მშობელი დღემდე გამწარებულია და ბევრმა ვინც თავი დაიხსნა და გაიღვიძა როგორ საუბრობს შენზე ეს მე პირადად ვიცი და სხვას თუ მოატყუებ მე ვერ მომატყუებ.

ბევრი მართლა საინტერესო და ეროვნული ადამიანიც გადააგდე, გეგონა დაძირავდი, მაგრამ არ გამოგივიდა.

სწორედ ამნაირებზეა ნათქვამი: „როცა მთაში ვეფხვი არ არის, მეფე მაიმუნი ხდებაო“.

ბიბლია ბედნიერების მეცნიერებაა და არა სიძულვილის ნთხევის ყველაზე და ყველაფერზე.

ესაა ჩემი პასუხი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წირვის დროს მთელს ხმაზე ვტიროდი, პატრიარქმა ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძე პატრიარქს იხსენებს

⭕„აპარატზე იყო შეერთებული, ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე, დაახამხამა“ - რას ჰყვება მამა შალვა კეკელია პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებზე

🎥 „იღბალი თქვენ მხარესაა და ბევრი რამ გამოგდით, წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან