Digest Logo

„განსაკუთრებით მიყვარს ეს დღესასწაული და ეს ფოტოც , ჩემი ნიკო 3 წლის, სინას მთაზე“ - რა ფოტოს აქვეყნებს იზა ომაძე

1701688393
იზა ომაძეიზა ომაძე

4 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღესასწაულს აღნიშნავს.

სწორედ, აღნიშნულ დღესასწაულს 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ნიკოს აქამდე უცნობ ბავშვობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს გილოცავთ 

უდიდესი დღესასწაულია, მშობლებმა უანგაროდ, რწმენით, სიყვარულით აღასრულეს დათქმა და სამი წლის მარიამი, უფლის სახლს ასტუმრეს, მარიამი შემდგომში უფლის დედა გახდა  უფალი შვა განსაკუთრებით მიყვარს ეს დღესასწაული  და ეს ფოტოც , ჩემი ნიკო 3 წლის, სინას მთაზე, სინას ეპისკოპოს ეახლა.

„დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამე თუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო“,- წერს იზა ომაძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵  1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული

🔵  „საქართველოს გამარჯვება მხოლოდ ერთსულოვნების გზაზე დადის...ეს გზა ისევ მოსაძებნი გვაქვს“ - გია მურღულია

🔵  „დაიწყო 2023 წლის ბოლო ნაწილი, რომელიც კარმულ სახლად ითვლება... ის ერთგვარი „ფსკერია“- რამაზ გიგაურის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს