ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკალურმა პროდიუსერმა და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, კახა მამულაშვილმა გაავრცელა.
„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“,– წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში და თემურ უგულავას ფოტოს აქვეყნებს.
თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. მის სახელს უკავშირდება „აჭარა ჯგუფის“ შექმნა და ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა Rooms Hotels, Stamba და Fabrika. წლების განმავლობაში ის ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.
იგი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი
⭕ „სიყვარულით გაკეთებულ პატარა ჟესტსაც დიდი ძალა აქვს“ - 22 ივნისის ენერგიები თაკო მელიქიშვილისგან