ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საზოგადოებას სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.
იგი 17 მაისს, ნიუ-იორკში ლაივ ბენდთან ერთად საავტორო კონცერტს ჩაატარებს.
ნინი წერს, რომ ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის:
„მადლობით მინდა დავიწყო…
მადლობა უფალს, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გზაზე გვერდით იდგა, ვისაც ჩემი სჯეროდა მაშინაც კი, როცა გზა განსაკუთრებით რთული იყო.
ბევრი წინააღმდეგობის, ტკივილის, ბრძოლების და სიჩუმეში გადატანილი ემოციების შემდეგ, ჩემი პატარა ოცნებები ერთმანეთის მიყოლებით რეალობად იქცა…
ჯერ ჩემი სკოლა…
შემდეგ ჩემი შემოქმედებითი საღამო ფილადელფიაში…
მერე დუეტი მერაბ სეფაშვილთან…
შემდეგ ბასტიბუბუ ამერიკაში… და ახლა, ყველაზე ხმამაღალი ნაბიჯი:
ჩემი საავტორო კონცერტი ლაივ ბენდთან ერთად.
დღეს განსაკუთრებით დედაზე ვფიქრობ…
დღეს დედა უბედნიერესი იქნებოდა…
ყველა ჩემი კონცერტი დედას და მამას ეძღვნება, რადგან ისინი იყვნენ ჩემი პირველი მსმენელები, პირველი გულშემატკივრები, პირველი ადამიანები, ვისაც ჩემი ყველაზე ძლიერად სჯეროდა.
ყველაზე მეტად სწორედ მათ გაუხარდებოდათ ეს დღე… დიდი მადლობა ჩემს უნიჭიერეს მეგობრებს, ჩემს მუსიკალურ ძალას! თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
დიახ, ოცნებები ხდება.
მთავარია, არ დანებდე. მთავარია, იბრძოლო. მთავარია, საკუთარი თავის ბოლომდე გჯეროდეს და ყველაზე მთავარი - ეს მხოლოდ დასაწყისია…“, - წერს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕B12 და თმის გათხელების დამალული მიზეზი - არუნ ხათრის რეკომენდაციები