გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე - სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ავრცელებს.
„ტრისტან სარალიძე
ნათელი თქვენს სულს ბ-ნო ტრისტან!“,- წერს ანრი ბიბინეიშვილი.
„გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე. ნეტავ იქ თეატრი არის?
ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო“, - წერს ელისო პაჭკორია.
„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული! წავიდა ჩვენი ძმაკაცი, ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“, - წერს მსახიობი ედმონდ მინაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გულის აჩქარება, პანიკური შეტევა, საკუთარი ,,მეს” დაკარგვის სიმპტომები - ექიმის რჩევები
⭕ვარსკვლავური წყვილის მორიგი გამოჩენა - ფეხმძიმე ჰეილი ბიბერის უახლესი ფოტოები