Digest Logo

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი

1777724634
 ნუგზარ ყურაშვილი

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ახმეტელის თეატრის“ ადმინისტრაცია ავრცელებს:

„ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა….

ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა ნუგზარ ყურაშვილი.

ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში - ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“.

მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა.

ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის.
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

კვირის რომელ დღეს რომელი ასტროლოგიური ქვა და ლითონი უნდა ატაროთ წარმატების და სიკეთის მოსაზიდად?

რას მივაქციოთ ყურადღება და როგორ დავიცვათ თავი კანის კიბოსგან - დერმატოლოგის მნიშვნელოვანი განცხადება

„უზარმაზარი, ადამიანის სახიანი, ოღონდ უთვალო ფრინველი ჩამოეშვა და მარჯვენა ხელზე დააჯდა, ბავშვიც ზუსტად ამგვარი სახით დაიბადა“ - 2 მაისი ნეტარი მატრონას ხსენების დღეა