
ცნობილი ექიმი კარდიოლოგი, ანა ოთარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო წერს.
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს წევრის და ექიმი კარდიოლოგის, ანა ოთარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
არა მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტმა, არამედ ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნება და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.
მას ყოველთვის მადლიერებით და სიყვარულით გაიხსენებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე - აქამდე უცნობი ისტორია