
ყაზახეთში მყოფმა ბაჩანა მელაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ის უსაფრთხო ადგილზეა და მასთან ერთად კიდევ 3 ქართველია. როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით არ იცის, თუ როდის შეძლებს საქართველოში დაბრუნებას, რადგან რეისები გაუქმებულია.
„ალმათიდან გამოვაღწიეთ, გამოგვიყვანა ერთ-ერთმა ქალბატონმა, თავისი სურვილით წამოგვიყვანა, ახლა ჩვენ ვიმყოფებით მასთან, მოშორებული ვართ ქალაქს დაახლოებით 15-20 კილომეტრით და ახლა უსაფრთხოდ ვართ. ვცდილობთ საკონსულოსთან კომუნიკაციას. წამოსვლის საკითხზე არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან რეისები გაუქმებულია, ამ ეტაპზე, არ ვიცით რა ხდება, გარეთ ვერ გავდივართ, ვცდილობთ, რომ რამენაირად გავუძლოთ ვითარებას“, - განაცხადა ბაჩანა მელაშვილმა.
ცნობისთვის, ბაჩანა მელაშვილი ყაზახეთში 22 დეკემბერს სამუშაოდ მეგობრებთან ერთად ჩავიდა. 2 დღის განმავლობაში ჯგუფ „ილორის“ წევრები ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ამათ ყველა ბრუნვაში რომ დედები ვაგინო, ხომ არიან ღირსები?“ - რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას
🔵ორდღიანი ძებნის შემდეგ კოტე კანდელაკი იპოვეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
🔵„ომიკრონის“ ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გარდაუვალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი