Digest Logo

🎥 „გაშორდი“, „არ გაშორდი“ - გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაშია, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, კონტაქტი“ - ნინო ჩხეიძე

1759151808
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც გიორგი კორახაშვილზე ისაუბრა. მან არც დაადასტურა და არც უარყო წყვილის დაშორების საკითხი, თუმცა ნინომ თქვა, რომ მათ ყოველდღიური ურთიერთობა და კონტაქტი აქვთ:

„ძალიან ნერვები მეშლება ყველა რომ თავისებურად იგებს ხოლმე ყველაფერს. 

ეს პოსტი უბრალოდ ცხოვრებისეული იყო, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ 25 წელია. ყველა ჩემი წარმატების დასაწყისში, ყველა საკვანძო მომენტში იყო ჩემი საყრდენი ძალა. სიმღერას რომ ვიწყებდი იყო ძალიან ბევრი კრიტიკა და ყოველთვის გვერდში მედგა. 

ახლაც გვერდში მიდგას, პირად ურთიერთობაზე არ მინდა ვთქვა „გაშორდი“, „არ გაშორდი“, მაგრამ გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაშია, ძალიან ძვირფასი ადამიანია, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, კონტაქტი და ყველაფერი კარგადაა“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

ცნობისთვის, ნინო ჩხეიძეს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს ერთი ქალიშვილი - მარიამი ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ გაწეულ შრომაზე, მომსახურებაზე ან დახმარებაზე ანაზღაურება არ გადაიხადეთ, ამ ენერგიას სამყარო ამა თუ იმ ხერხით თქვენგან მაინც წაიღებს“ - „გონების კოდი“

„ბედნიერი და წარმატებული სამუშაო კვირის დასაწყისი გვისურვებია“ - გიორგი შოშიტაშვილი სოცქსელში შვილთან ერთად გამოჩნდა

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ამ კეთილ გოგოს“