Digest Logo

„გასკდა გული...“- კესარია აბრამიძის მკვლელობას ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

1726690114
კესარია აბრამიძე

თბილისში, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.

მისი ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

ესარია აბრამიძის მკვლელობას ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

„ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც, ზუსტად ვიცი, ახლა იქედნური ქირქილით ჯოჯოხეთში მიუჩენს ადგილს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

„აი კესო ნამდვილად არ იმსახურებდა სიკვდილს! მართლა არავის არაფერს უშავებდა“, - წერს ნათია ბერიძე.

„გასკდა გული უბრალოდ რატომ?!“, - წერს გიორგი ნაზღაიძე.

„ღმერთო რა ხდება ჩვენს თავს არ მინდა დაჯერება“, - წერს მარიტა როხვაძე.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

⭕გახდა თუ არა ფეისბუკზე დადებული „სთორი“ მკვლელობის მიზეზი? - პოლიცია ეჭვმიტანილს ყველგან ეძებს

⭕რა ფოტო-ვიდეო გაავრცელა კესო აბრამიძემ მის მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე?

⭕ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს