ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა.
ნანუკამ დეტალურად გაიხსენა ავარია, რომელშიც ის მოჰყვა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა:
„მინდა, რასაც მოვყვები, ეს დედებისთვის და მამებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, დამაფიქრებელი იყოს.
ე.წ. ქარსითი, რომელშიც ბავშვი აუცილებლად უნდა ჩაჯდეს უსაფრთხოებისთვის, ვერ ვაჩერებდი ამ სავარძელში ნინას. ვთქვი, რომ არაფერი დამემართებოდა, რადგან მანქანას ყურადღებით ვმართავდი და შანსი არ იყო იმის, რომ ავარიაში მოვყვებოდი. ამოვიყვანე ამ სამგზავრო ეტლიდან, თუმცა გულში მაინც შფოთი მქონდა - ეს წესრიგის დარღვევა ძალიან მაწუხებდა.
იმ დღეს ნინა არ მყავდა, იკუნა მყავდა ახალი გაჩენილი და მეჩქარებოდა სახლში. მოვყევი საშინელ ავარიაში. არც მანამდე და არც მერე მსგავსი არაფერი დამმართვია. ცალმხრივ გზაზე მივდიოდი, თამამი მძღოლი ვიყავი და გადასარევად ვმართავდი. ახლა უკვე ვეღარ ვიტყვი ამას.
მოხდა ისე, რომ ახლოს მივყვებოდი დიდ მანქანას. ეს მანქანა უცებ გადავარდა გზიდან. მე არაფრის საშუალება არ მომეცა და დავეჯახე წინ მდგომ მანქანას, რომელიც გაჩერებული იყო. ეს ხმა ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება, საშინელი მტვრევის ხმა. მას შემდეგ ვარ ცუდი მძღოლი: ძალიან ნელა დავდივარ. ალბათ გამივლის.
როცა ეს მტვრევა მოხდა, ერთადერთი აზრი მქონდა, რა ცუდია, ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამას მე ვერ ვნახავ. მხოლოდ ეს ფიქრი მქონდა. ასევე გავიფიქრე, რომ ნინა არ იჯდა მანქანაში სავარძლის გარეშე… მხოლოდ მძღოლის ადგილი იყო დაუზიანებელი, ყველაფერი ძალიან ჩაჭყლეტილი იყო.
როცა გადმოვედი მანქანიდან, დავინახე ხალხი, რომელთაც ხელი ჰქონდათ აფარებული სახეზე - ფიქრობდნენ, რომ ამ მანქანაში ცოცხალი აღარავინ იქნებოდა. გადავედი და დავინახე სასწრაფო მეორე მხარეს; ავდექი და შევხტი იმ მანქანაში. ყველა კიოდა და ყვიროდა. შოკისგან ვერაფერს ვგრძნობდი.
ექიმები შოკირებულები იყვნენ. თვითონ დავწექი. პატრული მეკითხებოდა, ფხიზელი ხარო. მე ვეუბნებოდი, რომ არ ვიყავი, ისეთი შოკი მქონდა, ვერც ვაცნობიერებდი, რას ვამბობდი. ექიმმა თქვა: „ფხიზელია, აბა რა იქნება, ლაქტაციის პროცესშია“. არ ვიცი, რას ვყვებოდი.
უკვე ცუდად გავხდი ის მომენტი. მხოლოდ ნაკაწრი და შრამი მაქვს. ღმერთს ვყვარებივარ“, - აღნიშნა ნანუკა გულუამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ადამიანის სიარულის მანერა მის ჯანმრთელობაზე მეტყველებს - ექსპერტები დეტალებს გვიზიარებენ
🎥 შეიძლება თუ არა მოზარდებში ეპილაციის ჩატარება - მანანა მგალობლიშვილის რეკომენდაციები