ჯგუფი „მგზავრები“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლებზე მიემგზავრება. 6 შტატის მსმენელს შეეძლება საყვარელი ჯგუფის კონცერტს დაესწროს.
ტურნეს დეტალებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მუსიკოსმა, ჯგუფის „მგზავრები“ სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა ისაუბრა.
„ტურნე დაიგეგმა დაახლოებით 1 წლის წინ. მთავარი მიზანია, რომ „მგზავრების“ მუსიკა გავიდეს ამერიკაში. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, მაგრამ ვეცდებით.
უკრაინელი პარტნიორები გვიკეთებენ ორგანიზებას. არის 6 ქალაქი: ნიუ-იორკი, ფილადელფია, მაიამი, ვაშინგტონი, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო.
კონცერტებს ძალიან კარგ დარბაზებში, საკონცერტო კლუბებში ჩავატარებთ.
საქართველოს დაახლოებით 3 კვირით დავტოვებთ. პირველი კონცერტი 19 რიცხვში გვაქვს, ბოლო კი 3 ოქტომბერს“, - ამბობს გიგი დედალამაზიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: