სატელევიზიო გადაცემა „ჩვენი ოჯახი“ ეკრანს ახალი სეზონით 14 სექტემბრიდან უბრუნდება.
მაყურებელი გადაცემას ყოველ შაბათ-კვირას 11:20 სთ-ზე იხილავს.
„ჩვენი ოჯახის“ გუნდს მსახიობები სალომე შარვაძე, ნანუკა გულუა და სპორტის ჟურნალისტი დიმა ობოლაძე შეუერთდნენ.
აღნიშნულ ფაქტზე სოციალურ ქსელში გადაცემის ერთ-ერთი ძველი წამყვანი გია ჯაჯანიძე წერს.
„ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე შეკრული გუნდი „ჩვენ ოჯახი“.
დიმა, ნანიკო, რუსკა, სალომე, ნანუკა, რიგითობის გარეშე მიყვარხართ და მინდა, ბედნიერებს გიყუროთ. თქვენ რომ ბედნიერები იქნებით, მეც გამაბედნიერებთ და გავიხარებთ.
მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ბევრნი ვართ, ჩვენ ვჩანვართ, თორემ, ისინი რომ არ იყვნენ, ჩვენც ვერ ვიქნებოდით.
გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას.
ჩვენს მაყურებელს მინდა მოვეფერო, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ. მიყვარხართ“, - წერს გია ჯაჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნიჭიერის“ერთ-ერთ გამომსვლელს სცენაზე ხელი სთხოვეს - კადრები ჩაწერიდან