Digest Logo

გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

1724606985
კონსტანტინე პეტრიაშვილი

იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 1- წლამდე სპორტსმენთა შორის, ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმამ კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა.

24 აგვისტოს, შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) ირანელ რეზა აფშართან ოქროს მედლისთვის იჭიდავა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობა ორი მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში“ - ცნობილია 15 წლის ბიჭების ვინაობა, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ

🎥 „მერკური რეტროგრადულია და დაძაბული დღე გველის...“ - 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?