
30 ივნისს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეშვიდე ეპიზოდი გავიდა ეთერში. მაყურებლის წინაშე წარდგნენ თოჯინები: „მუხლუხო“, პანტერა, მედუზა, ფარაონი, პუპი და კენგურუ.
გულშემატკივართა ხმების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ კენგურუ, მედუზა, პანტერა და პუპი. დარჩენილი ორი მონაწილიდან - მუხლუხოსა და ფარაონიდან - ჟიურიმ მეგაშოუში ფარაონი დატოვა.
ნიღბის მოხდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „მუხლუხოს“ ნიღბის უკან მაია ბარათაშვილი იმალებოდა.
ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა, სადაც პროექტში მონაწილეობის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:
„ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ამაღლებულ ნოტაზე - მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დავტოვე. ძალიან ლოგიკური იყო ჩემი პროექტის დატოვება... ის დრო, რაც იქ გავატარე, იყო საოცარი“, - ამბობს მაია ბარათაშვილი.
იგი ხაზს უსვამს, რომ შოუ განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის - სხვა პერსონაჟის „ტყავში ჩაჯდომას“, იმსახიობოს და არტისტიზმი წარმოაჩინოს.
მას განსაკუთრებით მოეწონა კოსტიუმის ფერი და ფორმა, თუმცა აღნიშნა, რომ სრული სიმშვიდით ყოფნა შიგნით რთული იყო:
„ვერ სუნთქავ და ვერ ხედავ... უბრალოდ, არ უნდა გქონდეს კლაუსტროფობია და მე ეგ არ მაქვს, ღმერთს მადლობა. სიმაღლიდან ვარდნის შიში მაქვს, თუმცა მაინც ვმოძრაობდი და ვახერხებდი.
ახლა გეტყვით მიზეზს, რატომ გამოვედი პროექტიდან - იმიტომ, რომ ყველა დანარჩენ სიმღერაში ვერავინ მიცნო, თან შეცვლილი ტემბრით ვიმღერე. ეს სიმღერა ვითხოვე და ჩემი ტემბრით ვიმღერე. იმიტომ, რომ მე სიმღერა ძალიან მიყვარს და მინდოდა ასე ყოფილიყო“, - განაცხადა მაია ბარათაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რწმენით გავმართლდით და შესაბამისად, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„ბიქტოტა ტკბილი, თბილი სიტყვით მოლაპარაკე კაცი იყო...“ - ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს