ჯასტინ გეიჯის მწვრთნელმა, ტრევორ უიტმანმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, თუ როგორ აპირებდა მისი შეგირდი მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ექს-ჩემპიონის დაღლას. ამერიკელმა დამრიგებელმა მის სუსტ მხარეს ხაზი გაუსვა.
„თოფურიას ბევრ ბრძოლას ვუყურე და დავინახე, რომ გრეპლინგის შემდეგ, ის ძალიან იღლებოდა. ფეხზე ყოფნის დროს დამძიმებული და მოდუნებული იყო. ილია აღარ აკეთებდა ცრუ მოძრაობებს, არც ფეხის წვერებზე მოძრაობდა, კარგავდა ათლეტურობასა და სისწრაფეს. ეს იყო მისი სუსტი წერტილი.
მოძრაობდა ისე, თითქოს ფეხები ქვიშაში ჰქონდა. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ასეთი სტრატეგია, რამაც საბედნიეროდ გაამართლა“, - განაცხადა ტრევორ უიტმანმა.
შეგახსენებთ, ამერიკელ მსუბუქწონოსანთან წაგებით, ქართველმა სპორტსმენმა 70 კილოგრამ დივიზიონის ქამარი დაკარგა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა - იგი ადგილზე დაიღუპა
⭕„ახალი ენერგიით ამოძრავების დროა“- დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: lagazzetta.ge