Digest Logo

გიგა ოჩხიკიძე: ამ გამარჯვებას ჩემ სამშობლოსა და ქართველ ხალხს ვუძღვნი

1725290209
გიგა ოჩხიკიძე

გიგა ოჩხიკიძემ პარაბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა და ჩემპიონი მსოფლიო რეკორდით გახდა. ოჩხიკიძემ საქართველოს პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში პირველი მედალი მოუტანა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედლის მოპოვება შეძლო.

გიგა ბავშობიდან სპორტში აქტიურად იყო ჩართული, კრივზე ვარჯიშობდა. ხერხემლის დაზიანების შემდეგ კი პარასპორტში ძალები ჯერ პარამკლავჭიდში მოსინჯა, მერე ბირთვის კვრა აირჩია და შედეგმაც არ დააყოვნა.

გამარჯვება, უსამართლობა და კუთვნილი ტიტულის დაბრუნება, საქართველოს დელეგაციის ბრძოლა სამართლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის იდენტობის მთავარი სიმბოლოების ფონზე დგომა სტად დე ფრანსზე, - ამ თემების შესახებ, გიგა ოჩხიკიძემ და მისმა მწვრთნელმა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრეს:

„ემოციას და განცდებს ვერ გადმოვცემ, რაც იმ მომენტში ხდებოდა სიტყვით აღწერა წარმოუდგენელია, საოცარი შეგრძნებაა. ქართველი ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და კიდევ უფრო მაბედნიერებს. თან ამ გაურკვევლობების ფონზე ორჯერ ვიზეიმე გამარჯვება, სიხარულის მერე გულისწყვეტა და შემდეგ ისევ გამარჯვება, ფაქტობრივად 2 მედალი გვაქვს, ერთი სპორტული შედეგის და მეორე მთელი ქართული დელეგაციის ბრძოლისთვის, სადაც სიმართლემ გაიმარჯვა. მე მქონდა იმედი, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებდით, რადგან ვიცოდი მართალი ვიყავი.

მადლობა ყველას გულშემატკივრობისა და იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავენ. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას პარალიმპიურ ოქროს და ამ დიდ წარმატებას. ამ გამარჯვებას ჩემ სამშობლოსა და ჩემ ქართველ ხალხს ვუძღვნი“, - ამბობს გიგა ოჩხიკიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მუდ­მი­ვად ტე­რო­რის ქვეშ უწევ­და ცხოვ­რე­ბა... ჯერ მოკალი და ახლა საქვეყნოდ თავს სჭრი ჩემს უდანაშაულო შვილს“ - რას ჰყვება გურჯაანში სასტიკად მოკლული ქალის დედა?

🎥 „უსაყვარლესი და მისაბაძი ოჯახი“ - გენო პეტრიაშვილი ულამაზეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად

⭕„საზოგადოებას ამ ეპოქაში სერიოზულად ტანჯავს გაუნათლებლობა...“- რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

წყარო: lagazzetta.ge