ინგლისის ჩემპიონშიპის ოფიციალურმა ვებგვერდმა მე-13 ტურის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა და მასში გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა.
„უოტფორდის“ 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ ტურში „შეფილდ უენსდეის“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში, „უოტფორდს“ 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება - გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე კი 1 გოლი და 3 ასისტია. მომდევნო ტურში „უოტფორდი“ „სუონსის“ ესტუმრება.
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-13 ტურის სიმბოლური თერთმეტეული:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გვიყურეთ...“ - მაკა ზამბახიძე ანრი ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!
წყარო: lagazzetta.ge