მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.
აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.
ამჯერად იგი მომღერალ ანრი ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს აქვეყნებს. ფოტოები პროექტ „ქავერშუს“ გადაღებიდან არის.
„დღეს შოუს ფინალია. გვიყურეთ და დაელოდეთ გამარჯვებულს იმედზე 22:00“, - წერს მაკა ზამბახიძე.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!
⭕ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება - „შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“