Digest Logo

გიორგი გამსახურდია ბაჩიაშვილის დაკავებაზე: ეს არის ყველა თაღლითის, ქვეყნის მტრის და მავნებლის ბოლო გაჩერება, ადრე თუ გვიან, ეს ყველას მოუწევს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი

1748345217
გიორგი გამსახურდია

„ეს არის ყველა თაღლითის, ქვეყნის მტრის და მავნებლის ბოლო გაჩერება“, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ფაქტს.

გამსახურდიას განცხადებით, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. მისივე თქმით, ზუსტად იცის, რამხელა ამაგი აქვს ბიძინა ივანიშვილის ბაჩიაშვილზე, ისევე როგორც ბევრ სხვა „ვირთხაზე“.

„ეს არის ყველა თაღლითის, ქვეყნის მტრის და მავნებლის ბოლო გაჩერება. ეს ადრე იქნება თუ გვიან, ყველას მოუწევს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ზუსტად ვიცი, ისე როგორც ბევრ სხვა ვირთხაზე, რამხელა ამაგი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ გარეწარზე, მაგრამ, ნუ, ნაძირალად და უმადურად რომ დაიბადები, ეგ უკვე ცხოვრების განაჩენია და არ შველის არაფერი მერე მაგას. Недолго фраер танцевал, недолго музыка играла...“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილ თურქ მსახიობს პატიმრობა შეუფარდეს

⭕„თქვენი სიყვარული, მხარდაჭერა, თქვენი კეთილი შეტყობინებები - ისინი სიტყვებით გადმოცემაზე მეტს ნიშნავს“ - რას წერს ანრი ჯოხაძე

🎥 ბინა, სამსახური, აკადემიური ცხოვრება, სოციალიზაცია, თავის დამკვიდრება, სირთულეები, რომელიც გარემოს ცვლილებას ახლავს თან - თინათინ ცერცვაძის რჩევები