Digest Logo

გიორგი ხოჭავა: სააკაშვილის რეჟიმი არაადამიანურად მომექცა, კომისიის მიმართ ჩემი მოთხოვნა იქნება, დადგეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიკვიდაცია

1747118047
გიორგი ხოჭავა

საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იწყება. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს კიდევ ერთი დაზარალებული, გიორგი ხოჭავა უპასუხებს.

მისი განცხადებით, მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

„ვიყავი რეპრესირებული სააკაშვილის რეჟიმის მიერ. ძალიან არაადამიანურად მომექცა რეჟიმი. დღეს, კომისიის მიმართ ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, დადგეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიკვიდაცია“, - აცხადებს გიორგი ხოჭავა.

ცნობისთვის, გიორგი ხოჭავა 2010 წელს, ზუგდიდში დააკავეს. ხოჭავამ სასჯელი ზუგდიდის მე-4 პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა. როგორც თავად ამბობს, მას არჩადენილ ბრალს ედავებოდნენ. ხოჭავას 2014 წელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამავე წელს დადგა განაჩენი მის საქმეზე - 6 პირის წინააღმდეგ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „განსაკუთრებით გიმართლებთ, ქარი თქვენი მიმართულებით ქრის“ - 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „თეთრი ჩემი საყვარელი ფერია და ზღვას მაგონებს“ - თიკა ფაცაცია ლისაბონში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕ „ჩვენი გოგო გაქრისტიანდა! ჭეშმარიტად ევლოს სიკეთის, სიყვარულის და სინათლით სავსე გზებზე!“ - ნატო გელაშვილის შვილიშვილი გაქრისტიანდა